ლაგოდეხში სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 1 მილიონამდე ლარი დაიხაჯება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
თქმით, სკოლების ინფრასრუქტურული პრობლემის მოგვარებას 720 000 ლარი მოხმარდება, ხოლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
“გასულ წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა. 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის კუთხით 720 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტია სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება, მათი სტანდარტებში მოყვანა, სასწავლო დაწესებულებების შენობის სახურავების შეკეთება და გათბობის პრობლემების მოგვარება. ეს თანხა გადანაწილდება საჭიროების მოხედვით. შევხვდებით სკოლების ადმინისტრაციას და მოვისმენთ ინფორმაციას მათ პრობლემებზე, საჭიროებებზე და დავიწყებთ მის მოგვარებას. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კი დაიხარჯება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ჯონდო მდივნიშვილმა.