ახალი ამბები

2019 წლიდან გურჯაანის ბაღების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება

2019 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება 330 000 ლარით გაიზრდება. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გაზრდილი დაფინანსებით, ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ბაღებში აღსაზრდელებისთვის კვება დღეში სამჯერ იქნება გათვალისწინებული.
„თანხა ძირითადად კვების რაციონისთვის არის გამოყოფილი. თანხის დარჩენილი ნაწილით კი იმ ჯგუფებში, სადაც სათამაშოების სიმცირეა, მათი დამატება იგეგმება“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.