კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ლოპოტაში“, გაიმართება კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვა.
ღონისძიება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდება.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების შერჩევას.
უწყების ცნობით, GIZ-ის ექსპერტების დახმარებით უკვე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ამ დროისთვის თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულია 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა.