ახალი ამბები

სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სუპერმარკეტი გაქურდეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. როდესაც სავაჭრო ობიექტის მეპატრონე დილით მაღაზიაში მივიდა, კარი გატეხილი დახვდა და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ამ დრომდე სამართალდამცავებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ. უცნობია, რა არის წაღებული მარკეტიდან.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი