გურჯაანში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ინფორმაციით, შენობების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მერი მირველაშვილის თქმით, სკოლები თანამედროვე ტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა.
“ამ სკოლებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო კაბინეტები და ლაბორატორიები. შენობებში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამ საჯარო სკოლაში ზოების მოპირკეთება მიმდინარეობს. დაშენება-მიშენების პროექტი არ ყოფილა გათვალისწინებული. რეაბილიტირებული სკოლები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება”, – განუცხადა ტელეკომპანია ,,გურჯაანს” მერი მირველაშვილმა.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მილენიუმის პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.