ახალი ამბები

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის ინფორმაციით, აღმოჩენილი ნივთები ადასტურებს, რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. 
,,თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს გარდა, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშოებსაც გულისხმობს”, – განაცხადა თუშაბრამიშვილმა. 
მისივე თქმით, ამჟამად სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რამდენიმე დღეში კი თელავის ძველ უბნებში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ადგილას დაიწყება.

სააგენტო ,,აიპრესის” ფოტო