ახალი ამბები

პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართება

როგორ თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განაცხადა,14:00 საათზე, სოფელ დუისში, შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნასაც გააჟღერებენ. 
მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს. 
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.