წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – როგორია ამინდია მოსალოდნელი კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 – 13 მაისს კახეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.