როდის დასრულდება თელავში გზების რეაბილიტაცია
ბოლო რამდენიმე თვეა, ქალაქ თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, ტროტუარების, გზის საფარი ნაწილის გაკეთება და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებლები აცხადებენ, გზებზე მიმდინარე სამუშაოები გაჭიანურებულია.
სარეაბილიტაციო და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები ცენტრალურ გზებზეც მიმდინარეობს. მძღოლების თქმით, გადათხრილი გზების გამო, მანქანები ზიანდება. ადგილობრივების თქმით, ასევე პრობლემას ქმნის მრავალჯერ გადათხრილი ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც ბევრჯერ დაიწყეს და დღემდე არ არის დასრულებული
გადათხრილი გზის გამო შეუძლებელია გადაადგილება და ამის გამო მანქანების სხვა ქუჩაზე გაჩერება უწევთ. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განმარტებით, გზებზე განხორციელებულ ყველა პროექტს თან ახლავს შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციაც, რომელიც დროს მოითხოვს