ახალი ამბები

უხვმა ნალექმა გომბორის უღელტეხილზე პრობლემები შექმნა

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსმა განუცხადა, სტიქიამ მთიდან ხრეშის, ხის ნარჩენები და ტალახი ჩამოიტანა, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟებმა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აკრძალეს. 
თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა შესაბამისი ტექნიკა დილიდან ტყიდან ჩამოტანილი ნაშალის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.
,,წუხელ ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო, რის გამოც წყალმა ტყიდან ნაშალი ჩამოიტანა. საპატრულო ეკიპაჟებმა პრევენციის მიზნით გადაკეტეს გზა. ახლა კი გომბორის გზაზე თავისუფალია მოძრაობა, მაგრამ შესაბამისი ტექნიკა მაინც დაიწყებს მუშაობას და გაასუფთავებს გზას. ნაშალი, ძირითადად, უღელტეხილის იქით არის ჩამოტანილი”,- განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.