ახალი ამბები

“რუსული კანონის” განხილვა 13 მაისს გაგრძელდება – ოხანაშვილი

ე.წ გამჭვირვალობის შესახებ “რუსულ კანონის” განხილვა მომავალ კვირას, 13 მაისს გაგრძელდება. პარასკევს, 10 მაისს ჩანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა კი, სრულად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პუნქტზე მუშაობას დაეთმობა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დაწერა.

“პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან . მიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”.