ახალი ამბები

არა რუსულ კანონს! – აქცია თელავში

რეგიონებში “რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართება. საპროტესტო აქციას კახეთში, კერძოდ თელავში ჩატარდება. აქცია 7 მაისს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

თელავში მცხოვრები ახალგაზრდები, ერეკლე მეფის ძეგლთან შეიკრიბებიან და მთავრობას ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს შეუშლის. ახალგაზრდები საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

,,სამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვლილების უფლებას. დავდგეთ ერთად, შევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტ და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. გელოდებით. მათ, ვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით”, – აცხადებენ ორგანიზატორები.