რა სამუშაოები განხორციელდება ჭადრის ხის გადასარჩენად
თელავის სავიზიტო ბარათის, ჭადრის ხის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. წელსაც, მის გადასარჩენად სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.
გარემოს დაცვის ექსპერტის, კახა სუხიტაშვილის განცხადებით, მერიასთან ერთად მოხდა ღონისძიებათა გეგმის შემუშავება შესაბამისი ბიუჯეტით.
,,დაგეგმილია როგორც ინფრასტრქტურული, ასევე მოვლა-პატრონობის სამუშაოების განხორციელება. მერიას აქვს გათვალისწინებული დაახლოებით, 60 ათასი ლარი, ხოლო გერმანულმა ორგანიზაციამ GIZ_მა გამოყოფო 20 ათასი ევრო რათა წელს ჩატარდეს მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც ხელს შეწყობს ჭადრის ხის დაცვას და მოვლა-პატრონობას”.
მისივე თქმით, აუცილებელია ეკო საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელებაც.
,,ჭადარს აქვს გარემოსდაცვითი დატვირთვა გარდა იმისა, რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონეა და თელავის ესტეთიკური მთლიანობის განუყოფელი ნაწილი. როგორც ტურისტული ღირშესანიშნაობა კი, ღირებული. მას, ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს, ამიტომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება უნდა ჩატარდეს ხარისხიანად რათა გადარჩეს. სამომავლოდ, კი როდესაც ხე გახმება, უკვე საუბარია იმაზეც რომ მოხდეს მისი ზეხმელი ნაწილის კონსერვაცია, რომელიც დღეს მსოფლიოში აპრობირებულია.
გასულ წელს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 900 წლიანი ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა.