წამწამების დაგრძელება – სპეციალისტის რჩევები
მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, გიზიარებთ რჩევებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამწამების დაგრძელების დროს იცოდეთ ის ძირითადი საკითხები, რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
გთავაზობთ წამწამების დაგრძელების სპეციალისტის ეკა ყურშიტაშვილის კომენტარს, რომელიც წლებია, ამ სფეროში მოღვაწეობს.
“მოგესალმებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ სწორად წამწამების დაგრძელების პროცედურა დავნერგე საქართველოში. 2018 წლიდან აქტიურად ვიღებ ჯგუფებს ჩემს აკადემიაში. 1000-ზე მეტი სპეციალისტი და 300 -მდე დასაქმებული მყავს.
პირველი, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა მომხმარებლის დარწმუნებაა, რომ ჩვენ ვაკეთებთ სწორად და არ დავუზიანებდით თვალს. საფრთხე კი ძალიან დიდია, როდესაც საქმე თვალთან მუშაობას ეხება. აუცილებელია სისუფთავე, სწორად შერჩეული სახარჯი მასალა. კარგად გაკეთებულ ღეროვან დაგრძელებას დრო საშუალოდ 2-3 საათამდე სჭირდება. რაც მთავარი გასათვალისწინებელია, თუ მომხმარებელი არის ონკო პაციენტი ან არის ჰიპო ალერგიული ან აქვს კონიუქტივიტი დაავადება არ უნდა ჩაეწეროს პროცედურაზე.
რაც შეეხება გართულებებს, გართულებები მოყვება არასწორად გამოყენებულ წებოს. წამწამი უმჯობესია მალე დაცვივდეს წებოს სიმცირის გამო ვიდრე ჭარბმა წებომ მიგვიყვანოს ძალიან ცუდ შედეგამდე. დამწვარი ქუთუთო, დაიზნებული პიგმენტი, დაზიანებული თვალის ლორწოვანი გარსი და ა.შ. ეს გართულებები გვხვდება, როდესაც წებოს რაოდენობას ან არ ვაკონტროლებთ ან კანში ვამაგრებთ წამწამს და არა უშუალოდ წამწამზე. კანიდან ადგილი უნდა იყოს გამოტოვებული 05.07 მმ, რომ არ დავაზიანოთ ქუთუთო.
ერთ-ერთი მთავარი ამ საქმიანობაში, სიფრთხილეა. წამწამების დაგრძელების სპეციალის უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობა მომხმარებელთან, ასევე ხშირად მიიღოს რჩევები და რეკომენდაციები თვალის ექიმებისგან, აუცილებელია ისწავლოს სწორად მუშაობა. წლების წინ თუ ყველა ერთი რუსული მეთოდით მუშაობდა დღეს უკვე არის შესაძლებელი აიმაღლონ კვალიფიკაცია, რადგან მომხმარებლებთან მუშაობენ და შეხება აქვთ თვალთან განათლებაც აძლევდეთ ამის შესალებლობას, რომ გაბედონ და იმუშაონ თვალზე. ამიტომ თუ სპეციალისტს არ აქვს საკმარისი ცოდნა არ უნდა გარისკოს მუშაობა,“- ამბობს ეკა ყურშიტაშვილი.