მოსამართლემ თელაველი ახალგაზრდა, მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
ბრალდების მხარე დღეს ამტკიცებდა, რომ დევიძის მხრიდან არსებს ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე, რად მოსამართლემ გაიზიარა. დაცვის მხარე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდა. მომდევნო სხდომა 30 აპრილს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, 21 წლის მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.