2023 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა შემცირდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ დოკუმენტის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის კლებამ 2.8% შეადგინა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზომა ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 7%-ით გაიზარდა. საგულისხმოა გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი იმ სახით, რა სახითაც ის აღნიშნულ სტატისტიკაში საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით იზომება, მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად წარმოებას, შესაბამისად, მასში არ შედის დამმუშავებელი მრეწველობის სექტორის მიერ საკვები პროდუქტების გადამუშავებით და ექსპორტით მიღებული შემოსავლები. ანუ ეს მონაცემები არ მოიცავს მაგალითად ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოება/ექსპორტის მაჩვენებლებს, რადგანაც ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად წარმოებას არ წარმოადგენს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზომა მუდმივ ფასებში:
2014 წელი – 3.55 მილიარდი ლარი;
2015 წელი – 3.56 მილიარდი ლარი;
2016 წელი – 3.25 მილიარდი ლარი;
2017 წელი – 3.17 მილიარდი ლარი;
2018 წელი – 3.59 მილიარდი ლარი;
2019 წელი – 3.64 მილიარდი ლარი;
2020 წელი – 3.89 მილიარდი ლარი;
2021 წელი – 3.98 მილიარდი ლარი;
2022 წელი – 3.91 მილიარდი ლარი;
2023 წელი – 3.80 მილიარდი ლარი;