ახალი ამბები

სათემო ფონდმა ,,ერთად თელავისთვის” შეხვედრა გამართა

თელავში, სათემო ფონდმა, ,,ერთად თელავისთვის” საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ფონდის ერთ-ერთი დაფუძნებელი, ბაბი ცხოვრებაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანს ორგანიზაციის საქმიანობის წარდგენა იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.

,,ფონდის შეხვედრას დაესწრო თელავში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სექტორიდან. პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს მივაწოდეთ ინფორმაცია ფონდის მისიაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ამასთანავე, ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის- „თელაველები ფილანტროფიისთვის“ შესახებ, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში „სათემო ფონდი-ერთად თელავისთვის“ მიერ დაგეგმილია Crowdfunding (სახალხო დაფინანსება) კამპანიის წარმოება, რომლის ფარგლებშიც დასაფინანსებლად შერჩეული იდეების შესახებ ღონისძიების მონაწილეებს პრეზენტაციის მსვლელობისას ეცნობათ”.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს სათემო ფონდების საქმიანობის მნიშვნელობაზე.

,,ჩვენი მისიაა განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება რესურსების მობილიზებით, მოქალაქეთა, ბიზნეს სექტორს და თვითთმმართველობას შორის კოორდინირებული თანამშრომლობითა და მოსახლეობაში მოხალისეობრივი და გაცემის კულტურის ამაღლებით. ფონდის საქმიანობა ეფუძნება ქალაქში არსებულ რეალური საჭიროებებს და მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: ქალაქის იერსახეზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; გარემოს დაცვა; სოციალური პროექტები; ახალგაზრდული პროგრამები”.