ახალი ამბები

2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია.

გასულ წელს ავტოსაგზაო ავარიებს ემსხვერპლა 442 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო 7 310 კი დაშავდა. 2022 წელს კი, ავტოკატასტროფებში დაიღუპა 430 ადამიანი, დაშავდა 7 517.

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2019-2020 წლებში შემცირდა – ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის ავტომობილით მოძრაობაზეც.

ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზების გამომწვევი მიზეზებია ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა.