ახალი ამბები

ზინობიანში ,,ჭაინახუპობა 2024” ჩატარდა

ყვარელში, სოფელ ზინობიანში, ,,ჭაინახუპობა 2024” ჩატარდა.

,,საქართველოს უდიების” წარმომადგენლის, ანა პაჭიკაშვილის თქმით, ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს უდიების ისტორია.

,,ღონისძიებაზე შესრულდა ხალხური ცეკვები, ადგილობრივებმა წაიკითხეს უდიური ლექსები. ასევე, იყო მარეხი ჩუბინიძის ნამუშევრების გამოფენა. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები”.