“სახლის” კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება
საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა. შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი.
დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგებს განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს.
“ჩვენ აღარ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია. თუ არ გვინდა, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ ცხოველს?! უნდა გავუკეთოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვისაც არ გავუკეთებთ, ეს იქნება სანაშენე ცხოველი, რომელიც საშენს ეყოლება. ასევე ძალოვანი სტრუქტურების ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციას არ დაექვემდებარებიან, მათი რეჟიმი სხვა არის. ეს არის ცხოველი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებით”.

