ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მერის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა. მას სავარაუდოდ, სახელმწიფო მიწების თაღლითურად გასხვისება ედება ბრალად.
გამოძიება მიწების გასხვისებაზე, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.