იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით კი, ეს მაჩვენებელი წლიურად 34.6%-ით არის გაზრდილი.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 574 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+10.7% წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს,“ – ნათქვამია კვლევაში.