ახალი ამბები

თელაველი ახალგაზრდა ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელსა და ევროკავშირის მოქმედ პრეზიდენტთან სიტყვით წარდგება

თელაველი ახალგაზრდა ნინო გომურაშვილი, ბრიუსელში სამიტზე სიტყვით წარდგება. ის ევროკომისიის წარმომადგენელსა და ევროკავშირის მოქმედ პრეზიდენტს მიმართავს.

“12-13 აპრილს, ბრიუსელში ახალგაზრდულ სამიტზე, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან, ახალგაზრდა დელეგატების შეკრებაზე სიტყვით გამოვალ. შეკრებაზე ისაუბრებენ ქვეყნების განვითარების გზებზე. ასევე შევხვდებით ევროკომისიის წარმომადგენელს და ევროკავშირის მოქმედ პრეზიდენტს”,- განაცხადა ნინომ knews.ge-თან საუბარში.

მისი თქმით, შეკრებაზე მიწვეული სტუმრები ასევე გაეცნობიან, თუ რას აკეთებს ევროპული კომისია და როგორ მუშაობს ევროკავშირი.

“სამიტზე ასევე გავეცნობით თუ რას აკეთებს ევროკავშირი სახელმწიფოების განვითარებისთვის, შემდეგ კი გვაქვს მოხსენება, სადაც სამ საკითხს უნდა შევეხოთ. პირველი საკითხია, როგორ წარმომიდგენია ევროკავშირი ჩემს ქვეყანაში. მეორე -როგორ შემიძლია მე, როგორც ერთმა ადამიანმა, ინფორმაცია გავავრცელო ევროკავშირის შესახებ და მესამე -“ჩემი ხმა”, სადაც უნდა ვისაუბრო ჩემი ხმის მნიშვნელობაზე -ქვეყანაში ევროკავშირის გაძლიერების მიზნით”,– განაცხადა გომურაშვილმა.