გახდება თუ არა თელავის აეროპორტი საერთაშორისო – მინისტრის მოადგილის განმარტება
რატომ არ ხდება თელავის აეროპორტის თავიდანვე საერთაშორისო აეროპორტად პოზიციონირება.
ამის შესახებ დასმულ კითხვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უპასუხა.
„არსებული ხელშეკრულება, რომელიც მართვის მოდელით არის გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაცია TAV-ზე ზღუდავს მთავრობას, რომ გახსნას და აოპერიროს თელავის აეროპორტი მანამ, სანამ არსებული ხელშეკრულება არის ძალაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2027 წლის დასაწყისში და აღნიშნული ტერმინალის დაგეგმარებაც და პროექტირებაც ისეთი ფორმით კეთდება, რომ ქვეყანამ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შესაბამისი ცვლილებების შეტანით, შემდგომში გარდაქმნას შიდა აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტად,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.