Facebook, instagram, messenger გაითიშა — კომპანიის გამოხმაურება
Meta-ს მფლობელობაში არსებული სოციალური პლატფორმები: Facebook, Instagram და Messenger-ი გაითიშა.
არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობდა, მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებთან წვდომა შეუწყდათ. სოციალური ქსელების გათიშვის მიზეზი დეტალურად არ გავრცელებულა.
თუმცა Meta, Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია, ამბავს სტატუსების გვერდზე ეხმაურება:
“ჩვენთვის ცნობილია პრობლემის შესახებ, რომელიც Facebook-ზე შესვლას ეხება. ჩვენი ინჟინრების გუნდი აქტიურად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ პრობლემა”.