ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც 2024 წლის 1-ელ მარტამდე იყო ძალაში და 50 ლარიდან ტონაზე 250 ლარამდე გაიზარდა.
მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ფქვილის შემდგომ ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.
მთავრობამ აღნიშნულის მიზეზად, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის წარმოების სტაბილურობა, ამასთან, იმპორტიორებთან მიმართებით, კონკურენტული გარემოს შექმნა დაასახელა.