როდიდან შემოწმდებიან ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდეება.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, ცენრების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება. კერძოდ, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრმა ხარვეზები არ დააფიქსირა, სახიფათო დარღვევის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, მნიშვნელოვანი – 2000 ლარით, უმნიშვნელო – 500 ლარით.
ამასთან, ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება. როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა, აღნიშული ცვლილება ძალაში 2025 წლიდან შევა.
მისი თქმით, ცენტრები სისტემატური ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, გარდა ამისა, სპეციალური ჯგუფები, ტექინსპექტირების ცენტრების მიერ შემოწმებულ ავტომობილებს მეორედ გადაამოწმებენ, ხარვეზის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში კი, შესაბამის ჯარიმებს გამოწერენ.