საქართველოსთვის ზეთის იმპორტი გაიაფდა
2024 წლის იანვარში 2.5 მლნ აშშ დოლარის 2 481 ტონა პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია თანხობრივად თუმცა, მოცულობა 2024 წელს 20.9%-ით გაიზარდა.
2023 წელს საქართველომ 2.6 მლნ აშშ დოლარის 1 961 ტონა ზეთი იყიდა. გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 ლიტრში 1.04 დოლარი გადაიხადა, გასულ წელს კი, 1.30 დოლარი. იმპორტის 76%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.
გასული თვის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი, ასე გამოიყურება:
რუსეთი – 1.9 მლნ აშშ დოლარის 1 969 ტონა;
უკრაინა – 536.9 ათასი აშშ დოლარის 426 ტონა;
აზერბაიჯანი – 110.2 ათასი აშშ დოლარის 86.2 ტონა;
გერმანია – 17 ათასი აშშ დოლარის 4 ტონა.