დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით თურნავა შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.
გაგზავნილი ცხრავე კითხვა “ლიბერთის ბანკის” მარეგულირებელ ჩარჩოს ეხება, რომელსაც სებ-ი კომერციულ ბანკს უწესებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დეპუტატები ინტერპელაციის 9 კითხვით მიმართავენ. კითხვების ავტორები პარტია „მოქალაქეები“, “გირჩი” და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია არიან. პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.