ლაგოდეხში მცხოვრებ ბურჯანაძეების მრავალშვილიან ოჯახს, დახმარება ესაჭიროება
რუსთავიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეჩილში ჩამოსულ ბურჯანაძეების მრავალშვილიან ოჯახს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
15 დეკემბერს ოჯახს დაეწვა სახლი და 4 მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დარჩა. ოჯახის დასახმარებლად, ლაგოდეხში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა გოგოლაძემ, საქველმოქმედო კამპანია დაიწყო და მათთვის, როგორც საკვების და ტანსაცმლის, ასევე სახლის ასაშენებელ ფულს აგროვებს.
,,მრავალშვილიანი ოჯახი სოფელში რუსთავიდან ახალი ჩამოსახლებულია და ჯერ ნორმალურად თავიც არ დაუმკვიდრებიათ. 4, 7, 9 და 14 წლის ბავშვები არიან ოჯახში. ხანძრის გამო, რაც გააჩნდათ ყველაფერი დაკარგეს. აღარ აქვთ არაფერი, არც ტანსაცმელი, არც საჭმელი, არც თანხა, საერთოდ აღარანაირი ნივთი. რაც ეცვათ მხოლოდ იმის ამარა დარჩნენ. ახლა ნათესავთან ცხოვრობენ სოფელ გიორგეთში და სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს. გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ დავეხმაროთ. ვაგროვებთ ნივთებს, სურსათს, ჭურჭელს, ტანსაცმელს, თეთრეულს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა გოგოლაძემ.
ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ ბანკის ანგარიშზე:
#GE26TB7920545061100077 – თიბისი;
(ანგარიში არის ოჯახის)
საკონტაქტო- 571072109