საქართველოში იმპორტირებული მარწყვი გაძვირდა
წელს იანვარში, გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი შემცირდა, ფასი კი მკვეთრად გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში 117.34 ტონა პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 157.59 ტონა. ამასთან, წელს საქართველომ 117.34 ტონა პროდუქტში 82.16 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ, 0,70 აშშ დოლარი დაუჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის იანვარში 157.59 ტონა მარწყვი 45.49 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, შესაბამისად, 1 კგ საშუალოდ, 0,28 აშშ დოლარი.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, წელს იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს იმპორტირებული მარწყვი 150%-ით გაუძვირდა.
ქვეყნებს, საიდანაც წელს, იანვარში პროდუქტი შემოვიდა, ლიდერი თურქეთია, რომლისგანაც საქართველომ 115.85 ტონა პროდუქტი 79.1 ათას აშშ დოლარად იყიდა. დარჩენილი 1.49 ტონა მარწყვი კი ეგვიპტიდან 2.98 ათას აშშ დოლარად შემოვიდა.