ახალი ამბები

ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ყველა რეგიონში ვენახების აღწერა დაასრულა, ამის შემდეგ, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას.

2024 წლიდან, ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენების ან ამოძირკვის, არენდით გადაცემისა და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება.

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს.

,,სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით; 2015-2021 წლებში პროგრამა განხორციელდა კახეთის რეგიონში, 2022 წელს – ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო 2023 წელს – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, რითაც პროგრამამ ქვეყნის მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტიანობის ზრდისთვის. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.