2023 წელს სასაკლაოების უდიდესი ნაწილი კახეთში იყო განთავსებული
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 124 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
,,2023 წელს სასაკლაოების უდიდესი ნაწილი – 17.7% მდებარეობდა კახეთში, 16.9% – ქვემო ქართლში, 16.1% – შიდა ქართლში, 14.5% – იმერეთში, 11.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.9% მცხეთა-მთიანეთში, ხოლო 14.5% – სხვა რეგიონებში”.
2023 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში 137.4 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, საიდანაც 35.4% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 58% – ღორი, ხოლო 4.8% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი 1.8% შეადგენს. იმავე პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა გაიზარდა და 3 179.2 ათასი შეადგინა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 118 სასაკლაო მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს სასაკალაოების რაოდენობა გაიზარდა.