ახალი ამბები

საქართველომ ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა

2023 წლიდან, 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ჯამში 5 491 უცხოელზე გასცა შრომით ბინადრობის ნებართვა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ყველაზე მეტი სამუშაო ნებართვა, თითქმის, მეოთხედი, რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რომელსაც რეიტინგში ბელარუსი და ჩინეთი მოსდევს. უფრო კონკრეტულად, გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვების მიხედვით, ქვეყნების ოცეული ასე გამოიყურება:

რუსეთი – 1 241
ბელარუსი – 871
ჩინეთი – 731
თურქეთი – 658
ინდოეთი – 443
ირანი – 275
უკრაინა – 204
აზერბაიჯანი – 140
თურქმენეთი 91
ყაზახეთი – 83
ტაილანდი – 67
ისრაელი – 49
ტაჯიკეთი – 43
დიდი ბრიტანეთი – 38
აშშ – 28
სომხეთი – 28
ფილიპინები – 27
საფრანგეთი – 26
ფიჯი – 26
ესპანეთი – 24

ცნობისათვის, საქართველოში უცხოელებისთვის შრომითი ბინადრობის მიღება სავალდებულო 2014 წლის სექტემბრიდან არის.