როგორია თელავში მდებარე სომხების სასაფლაოს ისტორია
თელავში მდებარე ე.წ. სომხების სასაფლაოს შესახებ ყველამ იცის. ის საინტერესო ადგილია, გამორჩეული ვიზუალით და ისტორიით.
ისტორიკოსების განცხადებით, სომხები თელავში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დასახლდნენ.
მათი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერეკლე მეორემ ყარაბაღიდან და განჯიდან 60-მდე ოჯახი აქ გადმოასახლა.
მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ თელავის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სომხები შეადგენენ.
“მათი თელავში ჩამოსახლების მიზეზი სომეხ ოჯახებზე მუსლიმანი ბეგების ხშირი თავდასხმები იყო.
მათ ქართველების წეს-ჩვეულებები დროთა განმავლობაში კარგად აითვისეს. ქართველებსა და სომხებს შორის კარგი ურთიერთდამოკიდებულება და ნათესაობაა”,– აღნიშნავს თენგიზ სიმაშვილი.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური