თელავის ისტორიულ ნაწილში კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
თელავის ისტორიულ ნაწილში კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს.
ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიაშვილმი აცხადებს, რომ ფრაგმენტები XI საუკუნით თარიღდება. მისივე თქმით, არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ უძველესი ნაშთების დაკონსერვება მოხდება.
მისივე თქმით, არქეოლოგიური სამუშაოები თელავში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
ე.წ. დაბახნების დასახლებაში სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუქის შექმნის საფუძველია.
არქეოლოგიურ სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.