უბედურ შემთხვევას “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი ემსხვერპლა
უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის მკვიდრი შალვა ხატიაშვილი.
კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხატიაშვილი 50 წლამდე იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.