ახალი ამბები

სოფელ მატანში მცხოვრებ პატარა დანიელს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ 1,3 თვის დანიელ ტუგულაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ანა პატარკაციშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ბავშვს დაუდგინდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე, ერთ ფილტვზე მეტასტაზების მცირე რაოდენობაცაა უკვე გადასული.

,,პატარა არის თურქეთში გადასაყვანი სასწრაფოდ. Სახელმწიფო მკურნალობის ხარჯებს ფარავს ოღონდ, იქ ბინა, კვება და ტრანსპორტი თავიაანთი ხარჯებით უნდა დაფარონ. ეს კი ძალიან ძვირი ჯდება. ბავშვის მშობლებს არ აქვთ ამის საშვუალება, ამიტომ ყველას გთხოვთ, ამ პატარა ბიჭის გამოსაჯანმრთელებლად გავერთიანდეთ”,- აცხადებს ანა.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშზე დარიცხონ:

GE10BG0000000049015700
საქართველოს ბანკი
თამარი ბათურიშვილი