დედოფლისწყაროს მოსახლეობას 2 ახალი ავტობუსი მოემსახურება
უახლოეს პერიოდში, დედოფლისწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება.
მოქალაქეთა ტრანსპორტირებას ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება, რომელიც მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის დახმარებით შეიძინა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის შექმნის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი TBC ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„გადახდის სისტემა, რომელიც დედოფლისწყაროში დაინერგება, მგზავრთა კომფორტზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, მას ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში მივაწვდით“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.