პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 838 ათასს შეადგენდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთანავე, პენსიის მიმღებთა უმრავლესობა, 254 ათასი რეგისტრირებულია თბილისში, 132 ათასი იმერეთში, 88 ათასი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 83 ათასი ქვემო ქართლში ფიქსირდება.
2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფიქსირდება პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა.
პენსიის მიმღებ პირთა ოდენობა ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
2023 წელი – 838 097 ადამიანი
2022 წელი – 808 326 ადამიანი
2021 წელი – 793 751 ადამიანი
2020 წელი – 783 705 ადამიანი
2019 წელი – 762 621 ადამიანი
2018 წელი – 745 001 ადამიანი
2016 წელი – 720 194 ადამიანი
2015 წელი – 707 709 ადამიანი
2014 წელი – 697 240 ადამიანი
2013 წელი – 686 675 ადამიანი
2012 წელი – 682 886 ადამიანი