ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს.

მდინარეების დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ივანე ხაჩიძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მიიღეს.