ახალი ამბები

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების ინფორმაციით, სპეციალური სამსახური გზის გაწმენდას ახორციელებს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებული აკრძალვის მოხსნა.