ახალი ამბები

5 შვილის დედა წნორში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მცხოვრები 5 მცირეწლოვანი ბავშვის დედა, მარიამ მჭედლიშვილი, დახმარებას ითხოვს.

ოჯახს ესაჭიროება საკვები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების სხვა საგნები. ოჯახის დასახმარებლად, საზოგადოებასთან ერთად, ახალგაზრდები, ნიკა გოგოლაძე და დინა ნაწიფაშვილი გაერთიანდნენ, რომლებმაც მოქალაქეების დახმარებით შეძლეს ოჯახის საკვებით და წამლით მომარაგება.

,,საზოგადოების დახმარებით, ოჯახს შევუძინეთ საკვები პროდუქტების გარკვეული მარაგი. დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ყველანაირი დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია. ოჯახში დედა, მამა და 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვების ასაკია 11, 8, 3, 5 და 2 წლამდე”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გოგოლაძემ.

მისივე თქმით, გარდა სოციალური პრობლემებისა, ოჯახის ყველაზე მცირეწლოვან წევრს, 1 წლისა და 6 თვის ნიკოლოზს ჩუტყვავილას გართულების შედეგად სეფსისი განუვითარდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

ნიკას თქმით, სწორედ საზოგადოების დახმარებით, მათ შეძლეს პირველ ეტაპზე, 687 ლარიანი მედიკამენტის შეძენა. მისი თქმითვე, ბავშვს ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება.

,,ბავშვს ჰქონდა ჩურტყვავილა და რამაც გამოიწვია გართულებები, მის ორგანიზმში წავიდა სეფსისი და მოიწამლა ორგანიზმი. ამიტომ საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ხანგრძლივად. 687 ლარიანი მედიკამენტის საყიდლად თანხა მოგროვდა. მთავარია, ნიკოლოზს აღარ ემუქრება საფრთხე”, -აცხადებს ნიკა.

ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში ბანკში:

საქართველოს ბანკი:
#GE32BG0000000539599691
თიბისი:
#GE14TB7477636515100010
პნ-25001050150
საკონტაქტო-557549482.