მედიკოსები მოსახლეობას გრიპის ვირუსზე ვაქცინაციას ურჩევენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცახადებით, აუციელებელია მოსახლეობის გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია.
განმარტავს, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, ეპიდ.სიტუაცია სტაბილურია, თუმცა მედიკოსები სეზონური ვირუსების მეორე პიკს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან.
,,მართალია, მიმდინარე წელს გაზრდილია სეზონური ვირუსებზე ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი, თუმცა არასაკმარისია. საჭიროა რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიკეთოს აცრა რათა იყვნენ დაცულები გართულებებისგან. ვაქცინაცია ეფექტურია ვიდრე ვირუსი დაიწყებს ცირკულირებას, თუმცა ახლაც არ არის გვიანი. ვინც არ არის ვაქცინირებული, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანები, ვთხოვ რომ აიცრან. სეზონური ვირუსები ცირკულაციაში იქნება გაზაფხულამდე“.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ვირუსი გაურთულდა, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს რათა დროულად მოხდეს პრევენცია და თავიდან აიცილოს შემდგომი გართულება.
,,იმ შემთხვევაში თუ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ყველა კლინიკა ვალდებულია მიიღოს პაციენტი. ჯერ მიმართონ ოჯახის ექიმს, გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომელიც გადაიყვანს კლინიკაში“.