ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 თვეში დასრულდება
ქალაქ თელავში, ნადიკვარის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება.
ორი წელია, თელაველთა დასვენების ყველაზე პოპულარული პარკი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში Knews.ge-ის განუცხადეს ზაფხულში ნადიკვარი სრულად რეაბილიტირებული იქნება.
“ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაახლოებით 2 თვეში უნდა დასრულდეს”- აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. 2022 წელს ნადიკვრის პარკში მიმდინარე სამუშაოებზე 125283,31 ლარი, ხოლო 2023 წელს- 1048674,23 ლარი დაიხარჯა.