ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი – ვიმედოვნებთ, რომ ცხრა დათქმასთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული და შემდგომ ევროპული საბჭოს მიერ დადასტურებული 9 დათქმის შესრულება საქართველოს უფრო სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის ესაჭიროება.

მიისვე თქმით, მათი მიღება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა მთავარია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ფართო ჩართულობით გადადგას აუცილებელი სამოქმედო ნაბიჯები.

“ვიმედოვნებთ, რომ 9 დათქმასთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და ეს სამუშაო პროცესი იქნება ინკლუზიური და კონსტრუქციული და საქართველო იქნება შეფასებული ამ კრიტერიუმების მიხედვით და ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ უკვე საქართველო გადაინაცვლებს შემდეგ საფეხურზე, რაც მოლაპარაკებების პროცესის გახსნას გულისხმობს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც 9 დათქმა (ნაბიჯი) განისაზღვრა და საკმაოდ ადრეა შეფასებებისთვის. იმედი მაქვს რომ პროგრესი იქნება სწრაფი, რათა ქვეყანა შემდეგ საფეხურზე გადავიდეს,”– განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გასული წლის 14 დეკემბერს მიანიჭა.