როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები ერთმანეთის ისტორიას
გაეცანით პოზიტიურ ისტორიას, რომელიც ცვლის ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვენს გარშემო.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქეთევანს ფლორისტობის შესწავლა ოცნებად ქონდა ქცეული. პროექტმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, მისცა საშუალება რომ შეეძინა პროფესია და ეკეთებინა საყვარელი საქმე.
,,დიდი ხანია მინდოდა ფლორისტობის შესწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. პროექტმა მომცა შანსი რომ მესწავლა. ქალებს უნდა ქონდეთ პროფესია, დასაქმდნენ და ქონდეთ საკუთარი შემოსავალი რომ არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულები. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ქალებს აძლევს შანსს რომ იყვნენ დამოუკიდებლები”, – აცხადებს ქეთევან რაძმაძე.
ამბავი, რომელთა წყალობით კახეთის რეგიონის სოფლად მცხოვრები ქალები ერთმანეთის ისტორიას ცვლიან. გაიცანით ორი არაჩვეულებრივი ფლორისტი ქალი, მარიამ მოსულიშვილი და ქეთევან რაზმაძე. ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთის მხარდაჭერით მცირე ბიზნესის წამოწყება და საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესება შეძლო. ნახეთ ისტორია, თუ როგორ ისწავლა ქეთევანმა ფლორისტობა მარიამისგან. მედია ცენტრი კახეთი MCK მიერ გრძელდება ქალთა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია ქალთა მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა. MCK -ს მიერ კახეთის რეგიონის მასშტაბით გადამზადებულია 52 სოფლად მცხოვრები ქალი, რომელთაგან უკვე დასაქმდა 14 მათგანი. აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ფარგლებში“
ნახეთ ვიდეო, რომელიც ჩვენი პროგრამის შედეგებზე გვიამბობს.