ახალი ამბები

გაიგე მეტი თორღვას აბანოზე

კურორტი თორღვას აბანო კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბულანჩოსწვერის მთის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე.

ამ ადგილისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, გრილი ზაფხულით. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია პასიური კლიმატოთერაპია და თერმული გოგირდწყალბადიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც აბაზანებისათვის იყენებენ.

წყლის ტემპერატურაა 36,5°C. წიწვოვანი ტყეები, ულამაზესი ხედები და ცხელი აბაზანები საუკეთესო გარემოს ქმნის განტვირთვისთვის. თორღვას აბანოში არის სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი. სიმშვიდეში გამაჯანსაღებელი დასვენებისა და განტვირთვის მსურველთათვის თორღვას აბანო შესანიშნავია ადგილია. თუკი გსურთ კურორტს ეწვიოთ, ამისთვის რეკომენდებული დრო ივნისიდან სექტემბრამდეა.