ახალი ამბები

“გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა ” ქუჩების გადასარეცხი სპეცმანქანა შეიძინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულმა ა(ა)იპ “გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა” ქუჩების გადასარეცხი სპეცმანქანა შეიძინა.
უწყების ინფორმაციით, FOTON – ის ფირმის 5 ტონიანი ტევადობის ტექნიკის შეძენაში 179 800 ლარი დაიხარჯა. დასუფთავების სამსახური ახალ სპეცმანაქანას ქუჩების გადასარეცხად და ნარგავების მოსარწავად გამოიყენებს.