ახალი ამბები

იან ლიპავსკი – ჩეხეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები, რომელთან დაკავშირებითაც, დადებითი შეფასება არსებობს.

„არსებობს არსებობს გარკვეული შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შესრულდეს. რამდენადაც მე მესმის, ასეთი ნაბიჯების დადებითი შეფასება არსებობს“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.